დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 266 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019331 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/06/2016 - 29/05/2018)
|
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (13/04/2016 №4951-IIს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმის მე-4B მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი შემდეგ დანართებთან ერთად:
ა) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები“ (დანართი №1); ბ) „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
|
|
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი
|
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანი და ამოცანა
1. ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესის დადგენა. 2. ტექნიკური რეგლამენტის ამოცანაა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით და მის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტთან, ექსპორტთან, რეექსპორტთან, ტრანზიტსა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება. მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების სფერო ეს ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტების განაწილების წესს და ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის სფეროში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოზონდამშლელი ნივთიერება – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C ან E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად, ეტაპობრივ შემცირებასა და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისათვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა, გამოხატული მეტრულ ტონებში; გ) ოქმი – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმი; დ) ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა; ე) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა“ (სეს ესნ). მუხლი 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა სამინისტრო, რომლის უფლება-მოვალეობებიც განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით. მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი და მოქმედების ვადა, ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 2. ნებართვა გაიცემა მხოლოდ: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „C“ დანართით განსაზღვრული, კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე - მხოლოდ საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის. 3. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად; გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია; დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის მიზანი; ე) ოზონდამშლელი ნივთიერების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე გაცემული ნებართვა; ვ) ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისათვის, იმპორტის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული ნივთიერების გამოყენების მიზნის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. 5. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვის მისაღებად განცხადებები სამინისტროს მიერ მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 42 დღისა. 6. სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილ ვადაში. 7. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე ნებართვა გაიცემა წელიწადში ერთხელ. 8. ნებართვის მოქმედების ვადა: ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისათვის განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის განისაზღვრება ერთი წლით, ნებართვის გაცემის დღიდან. 9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ნებართვის გამცემ ორგანოში, ხოლო 2 გადაეცემა განმცხადებელს. 10. ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურად, ყოველ ცალკეულ მოთხოვნაზე. 11. ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრული, აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია. მუხლი 6. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცებისა და განაწილების წესი 1. ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტა მტკიცდება „ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებით, ყოველი წლის 20 დეკემბრამდე. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადებებით მოთხოვნილი ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო რაოდენობის წლიურ კვოტაზე გადამეტების შემთხვევაში, წლიური კვოტა ნაწილდება თანაბარწილად, წარდგენილი განცხადებების რაოდენობის შესაბამისად. თუ თანაბარწილად განაწილების შედეგად განმცხადებელს წილად ხვდა მის მიერ განცხადებით მოთხოვნილ საიმპორტო რაოდენობაზე მეტი, აღნიშნული რაოდენობა თანაბარწილად ნაწილდება ნებართვის მიღებით დაინტერესებულ დანარჩენ პირებზე. 3. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას, აუთვისებელი (გამოუყენებელი) კვოტა გაუქმებულად ითვლება. 4. ამ რეგლამენტის №1 დანართის „E“ დანართით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერების საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნით, იმპორტი კვოტით არ იზღუდება. მუხლი 7. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 8. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი 1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებამდე 10 დღით ადრე, სამინისტროში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: ა.ა) პროდუქციის წარმოშობის სერტიფიკატი; ა.ბ) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ა.გ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი, სეს ესნ-ის შესაბამისად; ა.დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ა.ე) ექსპორტიორის, გადამზიდავის, იმპორტიორის და მწარმოებლის დასახელება, იურიდიული მისამართი და ტელეფონი; ბ) იმპორტი განახორციელოს ნებართვით დადგენილი წლიური კვოტის ფარგლებში; გ) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, ნებართვის მოქმედების პერიოდში და ნებართვით განსაზღვრული წლიური კვოტის ფარგლებში, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი განახორციელოს ერთხელ ან რამდენიმეჯერ. 3. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, მომდევნო წლის 15 თებერვლამდე, სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის შესახებ, შესაბამისი ფორმის (დანართი №2) მიხედვით. 4. ნებართვის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 9. სანებართვო რეესტრი ნებართვის გამცემი ვალდებულია, აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 10. სანებართვო მოწმობის ფორმა სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 11. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები. მუხლი 12. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
დანართი № 1 |
„ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და მათი ნარევები
(A და B დანართები) |
(C დანართი)
(E დანართი)
დანართი №2
ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და რეალიზაციის აღრიცხვის ფორმა
1. სუბიექტი, რომელმაც საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძინა ოზონდამშლელი ნივთიერება | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები