„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016670
76
23/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
010340020.22.038.016670
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №76

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში (სსმ,010340020.22.038.016469, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენა და მათი შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენა და საქონლის განაწილება;“.

2. მე-16 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურებების (გარდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოსა და ლაბორატორიაში გასაწევი მომსახურებისა) ნუსხის შედგენას, ფასთა კვლევას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას, საქონლის განაწილებას და მომარაგებას მიღება- ჩაბარების აქტების საფუძველზე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი