დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017149 |
|
„სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის –
„კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის –
„კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17.07.2012; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016406) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის –
„კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დებულების:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის ამოცანაა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ ღია და გამჭვირვალე კონკურენტულ გარემოში შეირჩეს და დაფინანსდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს მეცნიერის ხელმძღვანელობით და თანახელმძღვანელის – სკოლის პედაგოგის თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით ერთობლივი სამეცნიერო კვლევის განხორციელებას.“ . 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკონკურსო შეფასების კომისიის (შემდგომში – საკონკურსო კომისიის) დასკვნის საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებას ფონდის გენერალური დირექტორის მიერ;“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ლიდერთა ჯგუფი შედგება: მეცნიერ-ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და ასისტენტისაგან.“; ბ) მე-7და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პროექტში უნდა მონაწილეობდეს ასისტენტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (მაგისტრანტი ან დოქტორანტი), რომელიც ეხმარება მეცნიერ-ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელს პროექტის განხორციელებაში. 8. მეცნიერ-ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელია.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროექტის წინამდებარე კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი.“. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს არდადეგების გამოკლებით.“ ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პროექტში მიეთითება კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 12 მოსწავლეზე ნაკლები. 7. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს.“ . 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მეცნიერ-ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის და ასისტენტის საგრანტო დაფინანსებას – რაც გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული სუბიექტების საგრანტო დაფინანსებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ს.“ ; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაერიცხებათ მეცნიერ-ხელმძღვანელს, თანახელმძღვანელს და ასისტენტს პირად ანგარიშზე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანხა საჯარო სკოლას/სკოლებს, მათ მიერ წარმოდგენილ შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“ . 6. მე-6 მუხლის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროექტის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი საკონკურსო კომისიის მიერ (შეფასების I საფეხური); ე) საკონკურსო კომისიის წინაშე იმ პროექტების მოკლე პრეზენტაციების გამართვა, რომელთაც გადალახეს შეფასების პირველი საფეხური (შეფასების II საფეხური); ვ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ; ზ) კონკურსში გამარჯვებულებთან (პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელთან, თანახელმძღვანელთან, ასისტენტთან და საჯარო სკოლასთან/სკოლებთან) ხელშეკრულების გაფორმება.“. 7. მე-7 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შეფასების პირველ საფეხურზე საგრანტო პროექტის აქტუალურობასა და სამეცნიერო დონეს, დასახული მიზნების მიღწევადობასა და მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი. თითოეული ექსპერტი საგრანტო პროექტს აფასებს მაქსიმუმ 45 ქულით. საგრანტო პროექტის შეფასება გამოიანგარიშება საშუალო არითმეტიკულის წესით. საგრანტო პროექტი, რომელიც მიიღებს 36 და მეტ ქულას გადადის შეფასების მეორე საფეხურზე. 5. შეფასების მეორე საფეხურზე გასული კონკურსანტები პროექტების მოკლე მოხსენებით წარდგებიან და გაივლიან გასაუბრებას ფონდის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიის წინაშე. 6. საკონკურსო კომისია მოხსენებისა და გასაუბრების შემდეგ იმსჯელებს პროექტების აქტუალურობაზე, მენეჯმენტსა და მეთოდოლოგიაზე და კითხვა-პასუხის პროცესში მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე გამოავლენს დასაფინანსებელ პროექტებს. 7. ფონდის გენერალური დირექტორი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ საგრანტო პროექტებს.“. 8. მე-8-მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია ექსპერტი და საკონკურსო კომისიის წევრი იყოს ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების და შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი და საკონკურსო კომისიის წევრი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილის ნათესავია; პროექტში მონაწილის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილესთან; 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. ექსპერტი და საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტისა და საკონკურსო კომისიის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს შესაბამისი ექსპერტის, საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. მუხლი 9. საგრანტო ხელშეკრულება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას გამარჯვებული პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელთან, თანახელმძღვანელთან, ასისტენტთან და საჯარო სკოლასთან/სკოლებთან. მუხლი 10. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რაც ითვალისწინებს პროექტის შესრულების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს. 2. დაფინანსებული პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი ვალდებულია ფონდს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში წარუდგინოს საბოლოო ანგარიში, რომელიც შეიცავს პროექტის შესრულების პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშს და რომლის ფორმებს განსაზღვრავს ფონდი. 3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან. 4. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას. 5. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; 6. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება გრანტის მიმღებთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში. 8. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი. მუხლი 11. შეფასების კრიტერიუმები სახელმწიფო-სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ პროექტების შეფასების კრიტერიუმები.
შენიშვნა: 1. თითოეული ქვეკრიტერიუმი ფასდება 5-ქულიანი სისტემით. ჯამური მაქსიმალური შეფასება არის 45 ქულა. 2. ყველა კრიტერიუმი, გარდა მესამე კრიტერიუმისა, ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით. 3. მესამე კრიტერიუმი ფასდება ქვეკრიტერიუმების მიხედვით, ჯამდება 3,1, 3,2 და 3,3 ქვეკრიტერიუმების ქულები. თითოეული ქვეკრიტერიუმის მაქსიმალური ქულაა 5. მესამე კრიტერიუმის მაქსიმალური ჯამური შეფასებაა 15. 4. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტის მიერ 36 ქულის მიღება.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები