საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 18/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016876
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
125
15/06/2016
ვებგვერდი, 16/06/2016
040030000.22.033.016876
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/06/2016 - 17/01/2017)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №125

2016 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და 61 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (დანართი №1);

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის  განაწილების წესი“ (დანართი №2);

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა“ (დანართი №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 2 აგვისტოს №310 ბრძანება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური



დანართი №1

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ  სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და  აგრეთვე,  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემის, რეალიზაციისა და პრივატიზების  წესსა და პირობებს, აგრეთვე აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესსა და პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც განკარგავენ მათთვის სარგებლობაში გადაცემულ ან/და მათ ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

3. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქონება – სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება და სააგენტოსათვის  განსაკარგავად გადაცემული ქონება:

ა.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი;

ა.ბ) განსაკარგავად გადაცემული ქონება - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მისი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;

ბ) ქონების განკარგვა – სააგენტოს მიერ ქონების  პრივატიზება, რეალიზაცია, განაწილება, განადგურება და ლიზინგის ფორმით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ქონების პრივატიზება – სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ სააგენტოსთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების სააგენტოს მიერ პრივატიზება აუქციონის (ინტერნეტაუქციონი, საჯარო აუქციონი) ფორმით, სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით ან მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის (ინტერნეტაუქციონი, საჯარო აუქციონი) ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;

ე) ქონების განაწილება – სააგენტოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა – სააგენტოს მიერ  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა განსაზღვრული ვადით, დადგენილი პერიოდულობით საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლო გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით;

თ) ქონების შემძენი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ი) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების აღწერას, რეგისტრაციას და განკარგვას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

კ) აუქციონი – ელექტრონული აუქციონი (ინტერნეტაუქციონი), საჯარო აუქციონი;

ლ) ელექტრონული აუქციონი (ინტერნეტაუქციონი) – ქონების განკარგვა აუქციონის ელექტრონული ფორმით;

მ) საჯარო აუქციონი – ქონების  განკარგვა აუქციონის არაელექტრონული ფორმით;

ნ) ინტერნეტმაღაზია – ქონების განკარგვა ელექტრონული სავაჭრო ობიექტის საშუალებით.

 

მუხლი 2. სააგენტოსათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები და ქონების გადაცემის წესი

1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება.

2. მოძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები/პირები.

3.  სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს.

4. ქონება სააგენტოს გადაეცემა ქონების განკარგვაზე/სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევაზე გადაწყვეტილების მიღების  უფლების მქონე ორგანოს მიერ გამოცემული/მიღებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

5. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მიმართავს სააგენტოს და წარუდგენს  შესაბამის გადაწყვეტილებას, ასევე დეტალურ ინფორმაციას ქონების შესახებ (ქონების ჩამონათვალი, ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულება და საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის ინფორმაცია) - მატერიალური ან ელექტრონული სახით.

6. ქონების გადაცემის დროს სააგენტოსა და ქონების გადამცემს შორის დგება  მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მუხლი 3. ქონების აღრიცხვა

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ასევე ახორციელებს ქონების უსაფრთხოების შემოწმებას.

2. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.

3. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში  გადაცემული ან/და ბალანსზე  რიცხული მოძრავი ქონების თავდაპირველ აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. ქონების აღრიცხვა, სააგენტოზე გადაცემის შემდეგ, წარმოებს ქონების სახეობისა და რაოდენობრივი  მაჩვენებლების მიხედვით.

6. ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად, სააგენტო აწარმოებს სპეციალურ ელექტრონულ  რეესტრს.

7. სააგენტოს მიერ ქონების მიღებისა და აღრიცხვის  ინსტრუქციას  ადგენს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

         

მუხლი 4. ქონების მიღება და შენახვა

1. ქონების შენახვას მის სააგენტოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე/განსაკარგავად გადაცემაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.

2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ შესაძლებელია დაწესდეს შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:

ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად შესაძლებელია გადაეცეს საბანკო დაწესებულებებს;

ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა შესანახად შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისთვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 

5. სააგენტოს მიერ ქონების მიღებისას, ქონების გადმცემსა და სააგენტოს შორის დგება   მიღება-ჩაბარების  აქტი, რომელიც  უნდა მოიცავდეს  ინფორმაციას ქონების დასახელებისა და  მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (არსებობის შემთხვევაში)  შესახებ, აგრეთვე, ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვა ინფორმაციას, რაც შესაძლებელს გახდის ქონების  იდენტიფიცირებას.

6. სააგენტო, ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის განთავსებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     

მუხლი 5. ქონების შეფასება და ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო, ასევე  საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ქონების ნარჩენი საბალანსო/საბალანსო ღირებულების, სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების საწყის საპრივატიზებო/სარეალიზაციო ან/და საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს.  სააგენტო უფლებამოსილია, ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო, ასევე საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სააგენტოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის განსაზღვრისას სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს  ქონების რაოდენობა და პრივატიზების/რეალიზაციის ფორმა.

5. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს ქონება გადაეცემა ნულოვანი ღირებულებით, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს ნული ლარით.

6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული ქონების რეალიზაციისას, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების საწყისი სარეალიზაციო/სარეალიზაციო საფასური განსაზღვროს  სახელმწიფოსათვის ქონების ნატურით გადაცემისას დადგენილი  ღირებულებით. 

7. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ექსპერტიზის/შეფასების  სავარაუდო  ღირებულება აღემატება   ქონების  სავარაუდო ღირებულებას,  სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით,  შესაძლებელია აღნიშნული ქონების განადგურება დადგენილი წესით,  ექსპერტიზის/ შეფასების გარეშე.

 

მუხლი 6. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ქონების პრივატიზების (მათ შორის - პრივატიზების ფორმის), რეალიზაციის (მათ შორის -  რეალიზაციის ფორმის), ლიზინგის ფორმით გადაცემის და განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით,  იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

3. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება დგინდება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად), მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.         

4. სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან ექსპერტიზის განმახორციელებელი სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) მიერ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონლის, ან ისეთი საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ხორციელდება ამ ქონების განადგურება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სასაქონლო სახედაკარგული ლუდის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელის პრივატიზება/რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემდგომი გადამუშავების მიზნით, მათში ალკოჰოლის საშუალო შემცველობის გათვალისწინებით  დადგენილი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურით.

 

მუხლი 7. ქონების განკარგვის  ფორმები

1. ქონების განკარგვის ფორმებია:

ა) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია აუქციონის ფორმით;

ბ) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:

ბ.ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

ბ.ბ) ქონების პრივატიზება/რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

გ) ქონების რეალიზაცია/პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების განაწილება;

ე) ქონების განადგურება;

ვ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას, თავდაპირველად ხორციელდება მისი ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით განკარგვა. თუ ქონება არ გაიყიდა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება/რეალიზაცია.

3. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განკარგვის ფორმისა), რა დროსაც სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნეს ქონების ბოლო საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური.

4. გარკვეულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების/რეალიზაციის ორი ფორმის – ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.

           

მუხლი 8.  საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის  ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტის და აუქციონის წამყვანისაგან.   

2. ქონების საჯარო  აუქციონის წესით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში საჯარო  აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

4. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას.

5. საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, საჯარო აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 5 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში სულ ცოტა, 2 კალენდარული დღით ადრე) სააგენტო აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საჯარო აუქციონის ჩატარების/განაცხადის მიღების დროსა და ადგილს;

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში - ლოტების მიხედვით;

გ) ქონების საწყის საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს;

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;

ე) ბიჯის სიდიდეს;

ვ) სააგენტოს მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;

ზ) საჯარო აუქციონის ჩატარების სხვა  პირობებს.

6. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს სააგენტო.

7. სააგენტო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება.

8. თუ საჯარო აუქციონის ჩატარების ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მაშინ საჯარო აუქციონი ჩატარდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე დროს.

9. თუ სააგენტომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

10. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

 

მუხლი 9. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და სააგენტოს მიერ დადგენილ საათამდე.

3. საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ,  საჯარო აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოსთან შეთანხმებით, წინასწარ გაეცნოს გასაყიდ ქონებას.

4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:

ა) ლოტის ნომერს;

ბ) ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის  დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული სახით);

გ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

დ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;

ე) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.

5. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.

6. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.

7. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ქონების შემძენად;

გ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 პუნქტის პირობები.

8. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა საჯარო აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს  იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.

9. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავე.

       

მუხლი 10. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

1.  საჯარო აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ქონების წინასწარ დათვალიერებას, საჯარო აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს.

3. საჯარო აუქციონის თითოეული მონაწილე, საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც საჯარო აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.

4. საჯარო აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი ქონების ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის საწყის საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურს და ფასის მატების ბიჯს.

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.

6. საჯარო  აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, საჯარო აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.

7. ვაჭრობის დროს  საჯარო აუქციონის  მონაწილეებს უფლება აქვთ  გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.

8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს,  რომელშიც ასახული უნდა იყოს საჯარო აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

10.  საჯარო აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:

ა) საჯარო აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;

ბ) საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი;

გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ საჯარო აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო  ვაჭრობაში მონაწილეობა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ. ასეთ შემთხვევებში ბე, ასევე, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

 

მუხლი 11. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით

1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,  სააგენტო განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად და უზრუნველყოფს ელექტრონული აუქციონის  (ინტერნეტაუქციონის) ჩატარებას.

2. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი (ინტერნეტაუქციონი) ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

3. სააგენტო განსაზღვრავს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არანაკლებ 10%-ს (მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური   წესებით,  ერთი თეთრის  სიზუსტით). უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდის ვადას. ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში,  საგარანტიო თანხის ოდენობა  უნდა შეადგენდეს  არანაკლებ  1 ლარს.

4.  სააგენტო განსაზღვრავს  სავაჭრო  ბიჯის ოდენობას, რომელიც  უნდა შეადგენდეს ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურის 2%-ს  (მრგვალდება  სტანდარტული მათემატიკური   წესებით,  ერთი თეთრის  სიზუსტით). ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის ნული ლარით განსაზღვრის შემთხვევაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ლარს.

5. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა, სააგენტო  აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა)  ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დაწყების და დასრულების დროს (ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები) და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას, ქონების მოკლე აღწერას, ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

გ)  ქონების საწყის საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს;

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;

ე) ბიჯის სიდიდეს;

ვ) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარების სხვა  პირობებს.

6. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) მონაწილეობის  მისაღებად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდ www.eauction.ge-ზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარით და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებით და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით  საიდენტიფიკაციო ნომრით.

7. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).

8. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს წარდგენა/გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

9. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში.

10. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

11. თუ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დასრულებამდე  ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების განსაზღვრული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

12. ვაჭრობის დასრულებისას  ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგის შესახებ.

13. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

14. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი.

15. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას, აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებული - ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს წარადგენს ვებგვერდის www.eauction.ge -ის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.

16. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დასრულებამდე ინფორმაცია  ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში)  მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.

 

მუხლი 12. განმეორებითი აუქციონი

1. თუ აუქციონზე პირველად გატანისას არ განხორციელდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას   ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის  25%-ით შემცირების თაობაზე.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურის 50%-ით შემცირების თაობაზე.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო   საფასურის 70%-ით შემცირების თაობაზე.

 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების საწყისი  საპრივატიზებო/სარეალიზაციო   საფასურის   70%-ზე მეტად შემცირებული ფასით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე.

5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებსა და მათ ნაწარმზე. აღნიშნული ქონების განმეორებით აუქციონზე პრივატიზებისას/რეალიზაციისას, იმავე ფასით პრივატიზების/რეალიზაციის ან ფასის შემცირების ოდენობის თაობაზე,  გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია:

ა) თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 25%-ით შემცირების თაობაზე;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე;

გ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების  საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს  70%-ით შემცირების თაობაზე;

დ) თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საწყისი  საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის 70%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის თაობაზე.

7. ამ მუხლის პირველი-მე-4  და მე-6  პუნქტების გათვალისწინებით, ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, აუქციონი გამოცხადდება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.

 

მუხლი 13. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება 

1. საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. სააგენტოსა და საჯარო აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს საჯარო აუქციონის პირობებში.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში.

4. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულმა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური უნდა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

5. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ, ქონების  პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ქონების  საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურის გადახდის უფრო  ხანგრძლივი ვადა.

6. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

7. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება. ასეთ შემთხვევებში ბე, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად  ირიცხება  სააგენტოს  ანგარიშზე.

8. საჯარო აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს, საჯარო აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე.

9. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

 მუხლი 14. აუქციონის მეშვეობით შეძენილი ქონების მიღების ვადა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან (თუ ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) შემთხვევაში არ სარგებლობს „ქონების ადგილზე მიტანის“ სერვისით და ასევე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში,  მყიდველს,  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ქონების გატანისთვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა და უწესდება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით.

3. პირგასამტეხლო განისაზღვრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესაბამისი ლოტის სრული საპრივატზებო/სარეალიზაციო საფასურის 0,1%-ის ოდენობით, ჯამში არანაკლებ 1 ლარისა. პირგასამტეხლო სრულად ირიცხება  სააგენტოს ანგარიშზე.

4. თუ მყიდველი დამატებითი ვადის განმავლობაშიც არ უზრუნველყოფს ქონების გატანას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევისათვის დადგენილი ნორმებით.  ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ფორმით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ხელშეკრულებიდან გასვლა მოხდება ავტომატურად, დამატებითი შეტყობინების გარეშე.

5. ქონების სპეციფიკისა და განთავსების ადგილის გათვალისწინებით,  სააგენტოს მიერ, ქონების  პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი  ქონების გატანის უფრო  ხანგრძლივი ვადა.

6. აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მყიდველი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.

 

მუხლი 15. აუქციონის შედეგების გაუქმების წესი

1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

გ) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ უზრუნველყო ქონების გატანა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი/წარმოდგენილი ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება  სააგენტოს ანგარიშზე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

 

მუხლი 16. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით რეალიზაციისას, მყიდველთან იდება (ფორმდება) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების მყიდველი ვალდებულია სააგენტოს ანგარიშზე შეიტანოს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან (გაფორმებიდან) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში  გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან/განთავსების ადგილიდან.

 

მუხლი 17.  ქონების პრივატიზება/რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით

1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ქონება განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში.

2. სავაჭრო ობიექტებში ქონების პრივატიზება/რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში (გარდა მალფუჭებადი პროდუქციისა) ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურის  არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

4. სავაჭრო ობიექტების ფორმით მალფუჭებადი პროდუქციის პრივატიზებისას/რეალიზაციისას, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არაუმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული საფასურით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების  საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

         

მუხლი 18. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით პრივატიზების/რეალიზაციის თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, სააგენტო  აკეთებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საპრივატიზებო/სარეალიზაციო ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის პირობებს.

 2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან  როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარით და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებით და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

3.  ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების საფასურს.

4. თუ ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან 15 კალენდარული  დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული საფასურით პრივატიზების/რეალიზაციის  თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, ქონების  საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური მრგვალდება სტანდარტული მათემატიკური წესებით, ერთი თეთრის სიზუსტით.

 

მუხლი 19. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით  ერთდროულად პრივატიზება/რეალიზაცია

1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად პრივატიზება/რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-11 და მე-18 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად პრივატიზების/რეალიზაციის დროს სააგენტოს გენერალური დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.

3. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად პრივატიზებისას/რეალიზაციისას, თუ ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტაუქციონზე) ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების პრივატიზების/რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.

4. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტაუქციონზე) ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.

5. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად პრივატიზებისას/რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს ვებგვერდზე www.eauction.ge.

 

მუხლი 20. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით

1. ქონების პრივატიზება/რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც სააგენტო დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.

2. მესამე პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.

3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის  5%-ს.

4. სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს პრივატიზებამდე/რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა/გადახდა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის სრული ოდენობით.

5. მესამე პირის მეშვეობით ქონების პრივატიზებისას/რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება სააგენტოს მიერ დადგენილ ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო  საფასურს.

 

მუხლი 21. ქონების განადგურება

1. ქონება უნდა განადგურდეს, თუ მისი რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფარმაცევტული პროდუქტი  ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აქციზური მარკის გარეშე ან დადგენილი წესის დარღვევით ნიშანდებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება განადგურებას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

5. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქონების განადგურება.

6. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

7. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირები.

 

მუხლი 22. ქონების განაწილება

1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნას სოციალური მიზნებისათვის.

2. ქონების  განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, ქონების ჩამომრთმევი ორგანოს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.

 

მუხლი 23.  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის მიზანია ქონების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა განსაზღვრული ვადით საზღაურის სანაცვლოდ, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.

2. გადაწყვეტილებას ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე სააგენტო იღებს ქონების სპეციფიკისა და ღირებულების გათვალისწინებით.

3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

4. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების შერჩევა ხდება ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) საფუძველზე.

5. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარების მიზანია ლიზინგის ფორმით განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაეცეს ქონება იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი (ინტერნეტაუქციონი) გამოცხადდა პირობებით, ლიზინგის ფორმით ქონება გადაეცემა იმ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

6. სააგენტოს გენერალური დირექტორი ადგენს ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებას და განსაზღვრავს მის ოდენობას.

7. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო შესაბამის ვებგვერდზე აქვეყნებს ინტერნეტგანცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);

ბ) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და მოკლე აღწერას;

გ) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასურის საწყის ოდენობას და ბიჯის ოდენობას;

დ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას;

ე) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების სარგებლობის ვადას და პირობებს;

ვ) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) ჩატარების პირობებს.

8. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა)  ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის განცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარით და პირადობის მოწმობის ნომრით, იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებით და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

9. ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე, როგორც „ინტერნეტბანკინგის“ საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).

10. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში.

11. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტაუქციონის) დასრულებამდე შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი, პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში კი - მონაწილე, რომლის მიერაც შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი, პირობების გათვალისწინებით.

12. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგის შესახებ ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

13. თუ მონაწილე ვერ გაიმარჯვებს ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში), მას გადახდილი ბე უბრუნდება ავტომატურად, აუქციონის შედეგების დადგომისთანავე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ბე ითვლება აუქციონის საბოლოო შემოთავაზებულ ფასში.

14. თუ არ მოხდება ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის საფასურის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე (მთელ რიცხვამდე დამრგვალებით).

15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე (მთელ რიცხვამდე დამრგვალებით).

16. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტაუქციონში) გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სააგენტოსა და ქონების ლიზინგით მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები თანხმდებიან შესაბამის პირობებზე.

         

მუხლი 24. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების  გასაჩივრების  წესი და ვადები

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება პირს წარმოეშობა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.

 


დანართი №2

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის  განაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“  (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

 

მუხლი 2. სააგენტოს შემოსავლების წყარო და მოცულობა

 1. სააგენტოსათვის გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, პრივატიზების/რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემისთვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს მიერ.

2. სააგენტოს შემოსავლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების პრივატიზების/რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

3. სააგენტოს ყოველკვარტალური შემოსავლის მოცულობა ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით,  იმის გათვალისწინებით, რომ ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში, წინა კვარტლის სააგენტოს კუთვნილი შემოსავლის შეუსრულებელი ნაწილი ავტომატურად გადაინაცვლებს შემდეგ კვარტალში.

 

მუხლი 3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას, ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულების საფასური გადაიხდევინება ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.

 

მუხლი 4. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფულადი თანხა

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, მატერიალური სახით არსებული ფულადი თანხა, სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

         

მუხლი 5. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის, იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად, თანხმდება საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება სააგენტოს წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არაუმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

 

მუხლი 6. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №3).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3282).

 


დანართი №3

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა

 

განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების, აგრეთვე  სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20 –––  წლის –– კვარტალის მდგომარეობით

 

დასახელება

საანგარიშო კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–)

 

 

2

ქონების პრივატზიების/რეალიზაციის/ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

სააგენტოს შემოსავალი ამონაგები თანხიდან

 

 

4

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური

 

 

5

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

6

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

7

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ფულადი თანხა

 

 

8

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5+7) (თანხა ლარებში)

 

 

9

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (8+1-6) (თანხა ლარებში)