„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5377-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 460000000.05.001.018161
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5377-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
460000000.05.001.018161
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებსა და სასწავლო დაწესებულებებში“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ჯანმრთელობის დაცვა და განმტკიცება, ფიზიკური აღზრდა და სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ნებისმიერი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების და სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.“.

2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო დაწესებულებების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია სპორტული ობიექტების გაუთვალისწინებლად;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №504  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5377-IIს