დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №09/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168/ძ |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/05/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.062.016090 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №168/ძ
2016 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №09/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის“ რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №27 დადგენილებით ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №21 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 9 იანვრის №09/ძ ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 15.01.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016045) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულების დამტკიცების შესახებ.“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ თანდართული დებულება.“.
3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის მომზადება.“.
4. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის“ დებულება“.
5. დებულების პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა“ (შემდგომში - კაპელა), როგორც შემოქმდებითი, მხატვრულ - სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 25 მაისიდან.
მინისტრი დიმიტრი ჯაიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები