„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5383-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.018147
5383-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
470010000.05.001.018147
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულება – დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიულ მზადებაში) პროგრამების  ფარგლებში დადგენილი წესით აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი (შემდგომ – დაწესებულება ან/და სასწავლებელი).“.

2. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომისშემდგომ სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დიპლომისშემდგომი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს საბჭო. დიპლომისშემდგომმა სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აკრედიტაცია შეიძლება მიიღონ ცალკეული საექიმო სპეციალობების ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5383-IIს