„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017144
70/ნ
14/06/2016
ვებგვერდი, 15/06/2016
040030000.22.022.017144
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №70/ნ

2016 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28.11.2007) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები

1. უნივერსიტეტი მართვის პროცესში უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ბ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური  პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებასა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;

ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას;

ვ) სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ზ)   უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას;

თ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

2. სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.”.

2. მე-8 მუხლის:

) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. უნივერსიტეტის   უმაღლესი   წარმომადგენლობითი    ორგანოა   აკადემიური   საბჭო,   რომლის   წევრებიც 4 წლის ვადით  აირჩევიან   ფაკულტეტების    აკადემიური   პერსონალის    ყველა   წევრის, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და   ფაკულტეტის   საბჭოს   წევრ სტუდენტთა   თვითმმართველობის   წარმომადგენლების   მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება    ერთი   მესამედით   განახლებას   ძირითადი   საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.

3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს ჰყავს ერთი წარმომადგენელი.“;

) მე-4 პუნქტის:

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფაკულტეტების ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;

.) 2ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის3-8 ქვეპუნქტები:

„ბ3) უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის  სამეცნიერო   საბჭოს   წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

4) უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის წარდგინებით    განიხილავს   და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  დებულებას   და   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

5) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

6)    უნივერსიტეტის   ხარისხის   უზრუნველყოფის   სამსახურის   წარდგინებით განიხილავს   და   ამტკიცებს   უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი   სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

7)     ფაკულტეტის     წარდგინებით     განიხილავს     და     ამტკიცებს    უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების    შესრულებაში    მონაწილეობის,    აგრეთვე    სტუდენტთა    სამეცნიერო    საგრანტო    პროექტებში,  ადგილობრივ და  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

8) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბსა და  ჰიმნს.“.

3.  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს:

მ.ა) აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.ბ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

მ.გ) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;“.

4.  მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“.

5.     მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის:

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“;

) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6.     მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1 ქვეპუნქტი:

„გ1) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“.

7.     მე-15 მუხლ:

ა) მე-2 პუნქტის:

.) ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1  ქვეპუნქტი:

„ე1) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტების შედგენას და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას;“;

.) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) რექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხას, რომელსაც ადგენს ადმინისტრაციის, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტრუქტურებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული  უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5  პუნქტი:

„5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და     კორუფციის   შესახებ“   საქართველოს   კანონით   დადგენილი   მოთხოვნები.“.

8. მე-16 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:

ა) ხელს უწყობს  უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით, აგრეთვე, კვლევის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას, კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;

ბ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; 

გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა);

დ) უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს შეფასების შიდა და გარე პროცედურებს;

ე) პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ახორციელებს სტუდენტთა მობილობის, კრედიტ-სატრანსფერო სისტემის გამოყენების, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროში (მათ შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ) ხელშეკრულებების დადების  კოორდინაციას;

ზ) უზრუნველყოფს ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

თ) ასრულებს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამავე უნივერისტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც 4 (ოთხი) წლის ვადით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელი დამატებითი მოთხოვნები.   

4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.“.

9.  21- მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად 4 (ოთხი) წლის ვადით აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან დოქტორის ხარისხის მქონე ასისტენტ პროფესორი.“

10.   24- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 24. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით, პროფესორებისაგან და ასოცირებული პროფესორებისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

2. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3.  სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.“.

11.  V1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V1

უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, მისი მართვის, საქმიანობისა და აკადემიურ საბჭოში/წარმომადგენლობით საბჭოში წარმომადგენლების არჩევის წესი

12.   241 -245 მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 241.  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამოსილება

დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულს  უფლება აქვს განახორციელოს:

ა) ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;            

გ)  უნივერსიტეტის რექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით:

გ.ა) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

გ.ბ) ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან;

გ.გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;

დ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად:

დ.ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე, სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

დ.ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების დებულებებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“.

მუხლი 242. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად.  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა,  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 243. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო   

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 244. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

 2. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს  განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე. 

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 245. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან წარმომადგენლების არჩევის წესი

1. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან შედის ერთი წარმომადგენელი.

2. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ აირჩევა სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალის მიერ  წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი.

4. დაუშვებელია:

ა) ერთი და იგივე პირი იყოს ორი ან მეტი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში;

ბ) ერთი და იგივე პირი იყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში, ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში;

გ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი აირჩიონ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად;

დ) პირს, რომელსაც უნივერსიტეტში უკავია ერთდროულად აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობები, წარმოადგენდეს აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებში როგორც შესაბამის ფაკულტეტს, ასევე სამეცნიერო-კვლევით ერთეულს.

5. აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან წარმომადგენლების არჩევნების ჩატარების წესი დგინდება უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

6. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში და წარმომადგენლობით საბჭოში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან წარმომადგენლების არჩევნები გარდა ამ მუხლითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რეგულირდება წინამდებარე წესდების VI თავით.“.

13.  33- მუხლის მე-7  პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

14.  34- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

15.  35- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან შედის ამ წესდებით განსაზღვრული წესით არჩეული თითო წარმომადგენელი.“.

16.   36- მუხლის მე-3  პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

17.   39- მუხლის:

) მე-4  პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. დაუშვებელია რექტორი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.“.

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“.

18.  55- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 55. პერსონალი

უნივერსიტეტში არსებობს: აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი.“.

19.  58- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.“ .

20.  62- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინების ან რექტორის ინიციატივის საფუძველზე მიღებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით   მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.“.

21.  62- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 621-625 მუხლები:

მუხლი 621უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.           

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო  ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 622. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელსაც აქვს  შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების განვითარების უნარი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 3 წლის ვადით.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

7. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 623სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. შესაძლებელია ერთი და იგივე პირი არჩეულ იქნეს როგორც აკადემიურ თანამდებობაზე,    ასევე უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  სამეცნიერო თანამდებობაზე. 

მუხლი 624მეცნიერის  უფლებები  და  მოვალეობები

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2.მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში;

4. უნივერსიტეტი, ფაკულტეტი და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.“

მუხლი 625. პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის წესი

1.  ატესტაცია არის პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2.  ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

3. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე  არანაკლებ ერთი თვით ადრე   აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება:

ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა და მთავარ მეცნიერ თანამშრომელთა სია;

გ) ატესტაციისთვის წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა.

6. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

7. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.

8. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 

9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

22.  63- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ     თანამდებობებს     მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეკანი, მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დირექტორები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“ .

23.   64- მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს   მიერ   შეზღუდულქმედუნარიანად    აღიარება   ან   მხარდაჭერის   მიმღებად   ცნობა,   თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-15 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 35-ე მუხლის 11 პუნქტისა.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-15 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 35-ე მუხლის 11 პუნქტი  ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 4
ამ ბრძანების მე-7 პუნქტით წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიქეთევან ნატრიაშვილი