„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 870
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.240
  • Word
870
18/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997
200.000.000.05.001.000.240
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება-საქართველოს კანონები, 1997 წლის 24 ივლისი, №32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე ნაწილი:

„26. საერთაშორისო გადაზიდვები – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვა, რაზეც გამოწერილია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი გაგზავნის, დანიშნულების და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიაზე, ერთი ან რამდენიმე საზღვრის გადაკვეთით, ერთი ქვეყნის ნებისმიერი გაგზავნის საბაჟოდან მეორე ქვეყნის დანიშნულების საბაჟომდე ამავე და სხვა ქვეყნების ერთი ან რამდენიმე შუალედური საბაჟოს გავლით”.

2. 42-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ერთობლივი”.

3. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტში სიტყვა „არანაკლებ” შეიცვალოს სიტყვით „არა უმეტეს”, ხოლო „თ” პუნქტში სიტყვა „არამატერიალური” – სიტყვით „მატერიალური”.

4. 45-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ” პუნქტში სიტყვები „თ” ან „ი” პუნქტებით” შეიცვალოს სიტყვებით ლ” და მ” პუნქტებით”.

5. 46-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „დაკავშირებული” შეიცვალოს სიტყვით „დაუკავშირებელი”.

6. 47-ე მუხლის დ” პუნქტი ამოღებულ იქნეს, ამ მუხლის „ე”, „ვ”, „ზ”, „თ” და „ი” პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ”, „ე”, „ვ”, „ზ” და „თ” პუნქტებად და ვ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ. ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და საწარმოების მოგება, თუ ამ საწარმოებში დასაქმებულთა შორის ინვალიდები შეადგენენ არანაკლებ 70 პროცენტს (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა საზოგადოებებისა და საწარმოებისათვის – არანაკლებ 50 პროცენტს) და საგადასახადო წლის განმავლობაში ინვალიდებისათვის გადახდილი ხელფასები შეადგენს საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და საწარმოების ხელფასის ფონდის არანაკლებ 70 პროცენტს (უსინათლოთა საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და საწარმოებისათვის – არანაკლებ 50 პროცენტს). ამ პუნქტის თანახმად მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და საწარმოების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ინვალიდებისათვის გადახდილი ხელფასის თანხის სამმაგ ოდენობას”.

7. 54-ე მუხლის მე-7 ნაწილში სიტყვის „შემოსავალში” წინ დაემატოს სიტყვა „ერთობლივ”, ხოლო მეცხრე ნაწილს სიტყვის გამოქვითვას” შემდეგ დაემატოს სიტყვები ერთობლივი შემოსავლიდან”.

8. 63-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება”.

9. 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დასაბეგრი შემოსავალი უნდა განისაზღვროს იმავე მეთოდით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი იყენებს საბუღალტრო აღრიცხვისათვის. ამასთან, შემოსავლების კორექტირება ხდება მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად”;

ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, შემოსავლის მიღების მომენტად ჩაითვლება საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის მომენტიდან 90 დღის შემდგომი პერიოდი, ხოლო თუ განაღდება წარმოებს უფრო ადრე, მაშინ – განაღდების მომენტი”.

10. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით

გადასახადის გადამხდელმა, რომელიც იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს, შემოსავალი უნდა აღრიცხოს მისი მიღების ან მისი გამოყენებისა და განკარგვის უფლების მოპოვების მომენტში და ხარჯების დაქვითვა მოახდინოს განაღდების შემდეგ”.

11. 71-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვები თანაბარწილად თითოეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით” შეიცვალოს სიტყვებით: „თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული (დასარიცხი) თანხის მიხედვით”.

12. 77-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა ემატება” შეიცვალოს სიტყვით აკლდება”, ხოლო სიტყვა „გამოირიცხება” – სიტყვით ემატება”.

13. 84-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” და „ბ” პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკური” და ფიზიკურ”.

14. 88-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა საშემოსავლო”, ხოლო მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება: შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა”.

15. 89-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „გასული კვარტალის მომდევნო თვის” შეიცვალოს სიტყვებით „კვარტალის მეორე თვის”, ხოლო ნაწილს სიტყვის „ოდენობით” შემდეგ დაემატოს სიტყვები „პირებს, რომლებსაც წინა საგადასახადო წელს არ ჰქონდათ დასაბეგრი შემოსავალი, მიმდინარე გადასახდელებს იხდიან საანგარიშო წლის გასული კვარტალის ფაქტობრივი შემოსავლებიდან გამომდინარე”.

16. 96-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იურიდიულ პირად ჩამოყალიბებისას არსებული უძრავი ქონების გარდა”, ხოლო მერვე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დასაბრუნებელი ტარის ღირებულება არ შეიტანება გადასახადით დასაბეგრ თანხაში, გარდა საცალო ვაჭრობისა, სადაც დასაბეგრი ბრუნვა მცირდება იმ თანხით, რომელსაც გამყიდველი უხდის მომხმარებელს ტარის დაბრუნების დროს”.

17. 101-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს „ჰ” პუნქტი, ხოლო ზ”, „პ”, „ჟ”, „რ”, „ყ” და „შ” პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. ბინის ქირა, აგრეთვე უძრავი ქონების მიწოდება ან იჯარით გადაცემა, გარდა ახლად აშენებული საცხოვრებელი შენობებისა, აგრეთვე სასტუმრო და სააგარაკო შენობა-ნაგებობებისა. ახლად აშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა აშენებიდან ორი წლის განმავლობაში”;

„პ. სამეცნიერო ლიტერატურის, აგრეთვე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტერატურის ბეჭდვა, მიწოდება ან/და იმპორტი;

ჟ. საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება. სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის გამოთვლითი ტექნიკის, ხელსაწყო-დანადგარების და ქიმიური რეაქტივების იმპორტი;

რ. თეატრალური და საცირკო წარმოდგენების, კონცერტების, კინოფილმებისა და სპორტული სანახაობების, აგრეთვე მუზეუმების ბილეთების ბეჭდვა და მიწოდება”;

„ყ. სახელმწიფო რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიდარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) მომსახურება”;

„შ. ხორბლის მიწოდება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდება ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირის მიერ, თუ მის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი არ აღემატება 10 ჰექტარს”;

18. 111-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვების „აგენტის მეშვეობით” წინ დაემატოს სიტყვა „რეზიდენტი”.

19. 119-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 119. დღგ-ის ანაზღაურება გრანტებსა და დიპლომატიური დანიშნულების საქონელზე”;

ამავე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ანალოგიური წესით ხდება უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საქონლის, სამუშაოს და მომსახურების მიწოდებისას გადახდილი დღგ-ის ანაზღაურება, რომელთა განთავისუფლებაც გათვალისწინებულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის მონაწილეც საქართველოა”;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩაითვალოს მე-3 ნაწილად და მასში სიტყვები „განხორციელების მომდევნო თვის ბოლომდე” შეიცვალოს სიტყვებით განხორციელებიდან სამი თვის განმავლობაში”.

20. 124-ე მუხლს სიტყვების „საქონლის მიწოდება” შემდეგ დაემატოს სიტყვები და/ან საწარმოს საწყობიდან საქონლის გატანა”.

21. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში საქონლის წარმოებისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება წარმოების ადგილიდან საქონლის გაცემის მომენტი”; ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი, ხოლო მე-3 ნაწილი ჩაითვალოს მე-2 ნაწილად.

22. 131-ე მუხლს პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ღირებულება არ იქნა ანაზღაურებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტისათვის, გადასახადი ექვემდებარება გადახდას დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემდეგ 35 დღის განმავლობაში, ან, თუ ანაზღაურება მიღებულია დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს 25 დღის განმავლობაში, იგი ექვემდებარება გადახდას ანაზღაურებიდან 10 დღის განმავლობაში”; ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-3 და მე-4 ნაწილებად; მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი წინადადება: ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას აქციზი გადაიხდება ოპერაციის განხორციელების მომენტში”.

23. 134-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ამ შემთხვევაში აქციზი გადაიხდება მარკის ყიდვის დროს. საქონელი, რომელსაც აქვს მარკა, დამატებით აქციზით არ იბეგრება”.

24. 135-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვა „მე-3” შეიცვალოს სიტყვით „მე-2”.

25. 143-ე მუხლის:

„გ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ. მიმოსვლის გზები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები”;

„ვ” პუნქტს დაემატოს სიტყვები „გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა”;

„ზ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. ინვალიდების საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და საწარმოების ქონება, ამ კოდექსის 47-ე მუხლის „ვ” პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად”.

26. 156-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფიზიკურ”.

27. 171-ე მუხლის „ა” პუნქტში სიტყვა „არარეზიდენტს” შეიცვალოს სიტყვით „რეზიდენტს”.

28. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ფიზიკური”.

29. 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” პუნქტში რიცხვი 0,1” შეიცვალოს რიცხვით „0,01”.

30. 209-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვების მიწოდებით მიღებული შემოსავლების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „(მატერიალური დანახარჯების გარეშე)”, ხოლო ციფრი „5” შეიცვალოს ციფრით „2”.

31. 223-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

4. საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის გამოვლენის შემთხვევაში გადამხდელს გადახდება აღურიცხავი ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით, ხოლო საქონლისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი განიხილება, როგორც მათი მიწოდება და დაიბეგრება მოქმედი წესის შესაბამისად”.

32. 232-ე მუხლში სიტყვის „გადამხდელი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის”.

33. 237-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „საგადასახადო წლის” შეიცვალოს სიტყვებით „საგადასახადო პერიოდის”.

34. 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„თუ გადასახადის გადახდის ვადა ამ კოდექსით არ არის განსაზღვრული, მაშინ გადასახადის გადახდა ხდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადებში, ხოლო დამატებით დარიცხული და გადასახდელი თანხებისა – თანხის დარიცხვიდან 10 დღის ვადაში”.

35. 249-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 249. ქონების მიმღების პასუხისმგებლობა გადასახადის გადახდისათვის

თუ ქონებაზე გადასახადის გადახდევინების მიქცევის შემდეგ გადამხდელმა არ შეასრულა თავისი საგადასახადო ვალდებულება, მაშინ პირი, რომელიც იღებს ასეთი გადამხდელის ქონებას მასზე გადახდევინების მიქცევიდან სამი წლის განმავლობაში, წარმოადგენს მეორე ვალდებულ პირს ამ გადასახადთან მიმართებით, მის მიერ მიღებული ქონებისა და ქონების გადამცემი პირის მიერ გადაუხდელი თანხის ფარგლებში”.

36. 253-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „გადაუხდელი გადასახადის 20 პროცენტზე მეტი” შეიცვალოს სიტყვებით „გადასახადის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში 1000 ლარზე მეტი”.

37. 256-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვის „შუამდგომლობა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და სათანადო დოკუმენტები”.

38. 260-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებში სიტყვა „რაიონებისა” წინ დაემატოს სიტყვები: „მსხვილ გადამხდელთა,”.

39. 265-ე მუხლის „ბ” პუნქტში სიტყვები „ორგანიზაციათა და მოქალაქეთა” შეიცვალოს სიტყვებით საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა”.

40. 268-ე მუხლის მე-3 ნაწილს სიტყვის „ორგანოს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია მიღებულია ამ მუხლის პირველი ან მეოთხე ნაწილის თანახმად”.

41. 272-ე მუხლის მე-15 ნაწილის ბ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. მე-13, მე-14 და 26-ე მუხლები – 1998 წლის 1 იანვრიდან”.

42. 273-ე მუხლის მე-7 ნაწილს სიტყვის „საქონლის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „(სამუშაოების, მომსახურების)”, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილები:

10. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისათვის შენარჩუნებულ იქნეს დღგ-ით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ცენტრალიზებული წესი 1998 წლის 1 იანვრამდე.

11. მეტროპოლიტენის ნაგებობებზე ამორტიზაციის ნორმა 2000 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს 1 პროცენტის ოდენობით.

12. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (მის სამრეწველო გადამუშავებამდე) მიწოდების დღგ-ისაგან განთავისუფლების რეჟიმი მოქმედებს 1998 წლის 1 იანვრამდე.

13. 1998 წლის 1 იანვრამდე:

ა) თამბაქოს ნაწარმის (თამბაქოს ნედლეულის გარდა) იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაცვლად იბეგრება ფიქსირებული გადასახადით, შემდეგი ოდენობით:

1. მოსაწევი თამბაქო (ჩიბუხის) – 20 ლარი 1 კგ-ზე

2. სიგარა – 25 თეთრი 1 ცალზე

3. უმაღლესი, I, II, A და B კლასის

სიგარეტი და სიგარილა – 25 თეთრი 1 კოლოფზე

4. ყველა დანარჩენი კლასის

სიგარეტი და პაპიროსი – 19 თეთრი 1 კოლოფზე;

იმპორტული სიგარეტის მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება.

14. „საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, №1-2, (33-34/7), 22 იანვარი, 1997 წ.) 1.6 პუნქტის მოქმედება გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე”.

43. კოდექსის ტექსტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 29-ე მუხლის მე-13 ნაწილში სიტყვა „დამატებითი” შეიცვალოს სიტყვით „დამატებული”; ამავე მუხლის მე-16 ნაწილის „ბ” პუნქტში სიტყვა „გზავნილებებთან” შეიცვალოს სიტყვით „გზავნილებთან”;

ბ) 31-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „12-ე” ნაცვლად დაიწეროს „მე-12”;

გ) 51-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „შემთხვევაში” შეიცვალოს სიტყვით „შემთხვევებში”;

დ) 76-ე მუხლის სათაურში სიტყვა „დაქვითვები” შეიცვალოს სიტყვით „გამოქვითვები”;

ე) 87-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვა „გათვალისწინებით” შეიცვალოს სიტყვით „შესაბამისად”;

ვ) 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” პუნქტში სიტყვა „ჩამორთმეული” შეიცვალოს სიტყვით „ჩამორთმეულ”; ამავე ნაწილის „ფ” პუნქტში სიტყვა „აღორძინების” – სიტყვით „აღდგენის”, ხოლო „ც” პუნქტში სიტყვა „ენერგოდამზოგავი” – სიტყვით ენერგიადამზოგავი”;

ზ) 152-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვა „გაცემულ” შეიცვალოს სიტყვით „გაცემული”;

თ) 158-ე მუხლის „ე” პუნქტში სიტყვის ოკეანერიუმები” ნაცვლად დაიწეროს ოკეანარიუმები”;

ი) 161-ე მუხლის ცხრილში სიტყვა „ტონამდე” შეიცვალოს ასოთი „ტ”;

კ) 175-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „შესახებ”;

ლ) 194-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „ზეზემდგომი ტყის” შეიცვალოს სიტყვებით „ტყის ფონდის ზეზეული ხეების”; ამავე ნაწილის „ა” პუნქტის ცხრილში სიტყვის „კვიპაროზი” ნაცვლად დაიწეროს „კვიპაროსი”, მე-3 ნაწილის „ა” პუნქტში სიტყვის „საბაზროს” ნაცვლად – „საბაზრო”, მე-5 ნაწილის „ა” პუნქტის ცხრილში სიტყვის „შემაია” ნაცვლად – „შამაია”, ხოლო სიტყვები „გადაშენების წინაშე” შეიცვალოს სიტყვებით „გადაშენების საფრთხის წინაშე”;

მ) 197-ე მუხლში სიტყვა „გადამხდელად” შეიცვალოს სიტყვით „გადამხდელებად”;

ნ) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „წყაროების მიერ” შეიცვალოს სიტყვით „წყაროებზე”;

ო) 199-ე მუხლში სიტყვა „გაფრქვეულ” შეიცვალოს სიტყვით „გამოფრქვეულ”;

პ) მე-200 მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის ცხრილში სიტყვის „ნახშირწყლბადები” ნაცვლად დაიწეროს „ნახშირწყალბადები”, ხოლო „ბ” პუნქტის ცხრილში სიტყვის „ლითონოორგანიკა” ნაცვლად – „ლითონორგანიკა”; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” პუნქტში სიტყვა „გაფრქვეულ” შეიცვალოს სიტყვით „გამოფრქვეულ”;

ჟ) 207-ე მუხლში სიტყვის „ტაუზის” ნაცვლად დაიწეროს „თაუზის”;

რ) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „განადგურების, აგრეთვე” შეიცვალოს სიტყვებით „განადგურების შემთხვევაში”;

ს) 233-ე მუხლის „გ” პუნქტში სიტყვა „ფულის” შეიცვალოს სიტყვით თანხის”;

ტ) 241-ე მუხლში სიტყვის „არა-დროულად” ნაცვლად დაიწეროს არადროულად”;

უ) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილში სიტყვის ინპექციების” ნაცვლად დაიწეროს ინსპექციების”;

ფ) 264-ე მუხლის „ბ” და „თ” პუნქტებში სიტყვა „აწარმოოს” შეიცვალოს სიტყვით „აწარმოონ”;

ქ) 265-ე მუხლის „ვ” პუნქტში სიტყვა „შეადგინოს” შეიცვალოს სიტყვით „შეადგინონ”, ხოლო სიტყვა „გამოიტანოს” – სიტყვით „გამოიტანონ”; ამავე მუხლის „ზ” პუნქტში სიტყვა „მეწარმეებთან” შეიცვალოს სიტყვით „მეწარმეთაგან”;

ღ) 270-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტში სიტყვა მეტი” შეიცვალოს სიტყვებით და მეტად”;

ყ) 272-ე მუხლის მე-10 ნაწილში სიტყვის რესპულიკის” ნაცვლად დაიწეროს რესპუბლიკის”.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 18 სექტემბერი.

№870I