„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის N140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016676
82
23/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
100020020.22.038.016676
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის N140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №82

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბერის №140 ბრძანებაში (სსმ,100020020.22.038.016555, 20/10/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადაუდებელი აუცილებლობისას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდება დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის პროცესში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვასთან დაკავშირებით. დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება აღნიშნულ საკითხს ათანხმებს დეპარტამენტის დირექტორთან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სატელეფონო ზარის საშუალებით ატყობინებს მთავარ სამმართველოს. შეტყობინების მიღების შემდეგ მთავარი სამმართველო მონაწილეობას იღებს ბადრაგირების პროცესში. დეპარტამენტის დირექტორის ზეპირი თანხმობა მთავარი სამმართველოს ბადრაგირების პროცესში მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ჩართვასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით გამოიცემა ბადრაგირების დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი