დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016704 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანებაში (სსმ, 010320040.22.038.016624, 19/04/2016) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 2. დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) პატიმრობის კოდექსი; დ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; თ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; ი) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება; კ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება. მუხლი 5 1. დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი მორიგე ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება; გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 2. დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი მორიგე ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) პატიმრობის კოდექსი; დ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; ე) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ვ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები; ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება; თ) კ) ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანება.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები