დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016194 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №23 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/01/2016, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016187) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 799 286 ლარის ოდენობით:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 400 000 ლარის ოდენობით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 996 286 ლარის ოდენობით:
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 403 000 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 607 179 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 918 137 ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 928 137 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 9 814 016 ლარის ოდენობით, ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -50 000 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -58 614 ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -58 614 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 53 884 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 56 900 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო სამსახური. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტული და კულტურული პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2016 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. 1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და სოფლების, საცხოვრებელი უბნების, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. გარდა ამისა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მისი ექსპლუატაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა(პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის სოფლებში 600კმ-ზე მეტი საუბნო საავტომობილო გზაა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 30% ანუ 7000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, ხშირ შემთხვევებში აღნიშნული გზები არ არის აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ამიტომ რჩება მოუვლელი და ხშირად გაუვალი ხდება, საჭიროა აღნიშნული გზების საფარის აღდგენა და სხვა საგზაო სამუშაოების ჩატარება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები და დამატებით ახალი გზების შეყვანა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის დაფინანსება და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, გაგრძელდება დაბისა და თემების ცენტრების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსება და უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვის ღონისძიებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას. 2.2.1 შპს – ქედის კომუნალურსერვისი (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის 615 წერტის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გზებზე, სადღესასწაულო დღეებში დაბაში და თემების ცენტრებში დეკორატიული განათებების მოწყობა. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბისა და თემების ცენტრების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. განხორციელდება დაბასა და თემებში საზოგადოებრივი სარგებლობის 16 საპირფარეშოს პერიოდული დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მაწანწალა ცხოველების თავმოყრა დაბასა და თემების ცენტრებში სხვადასახვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაუვნებელყოფითი ღონისძიებები, რითაც უზრუნველყოფლი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება და შესაბამისი საფრთხის თავიდან აცილება. 2.2.2 სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებები (პირობითი კოდი 03 02 02) აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში 2.2.3. წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პირობითი კოდი 03 02 03) მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქედის წყალკანალი, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 12 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდება ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის წყალსადენის და ზესოფელი-ხუნკუდა-გულების სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობა. 2.2.4. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 ) პროგრამის ფარგლებში 2016 წელს განხორციელდება უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, აწჰესის ცენტრის კეთილმოწყობა, სოფელ ზესოფლის თემის ცენტრის კეთილმოწყობა. 2.2.5. მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.3. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულია 603595 ლარი. 2.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება (პროგრამული კოდი 03 05) აღნიშნულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კერძოდ, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით პრიორიტეტულია როგორც დაწყებითი და ზოგადი განათლება, ასევე სკოლამდელ განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, დაწყებითი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სასწავლო პროცესის ხელშეწყობა. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1.1 ააიპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანება(პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი, ხოლო 2016 წელს ექსპლუატაციაში შევა და დაფინანსდება დამატებით 1 საბავშვო ბაღი, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, კვებას, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.1.2 ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კეთიმოწყობა და ინვენტარის შეძენა (პროგრამული კოდი 04 01 02) ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა მაქსიმალურად ჩართვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილია ოქტომბრის ბაგა-ბაღის მშენებლობა. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) სპორტის განვითარება და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ააიპ – ქედის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის დაფინანსება, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 8 სექცია (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი და რაგბი), სადაც სწავლება უფასოა და 270 ბავშვია სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ჩაბმული. 4.1.2 სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) 2016 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში 950-მდე მონაწილე 50 ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებეში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებების ჩატარების პერიოდში აუცილებელია გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაბამისი სახეობების მიხედვით თასებით, მედლებით, დიპლომებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით, აგრეთვე ფულადი საჩუქრებით. დასაჩუქრდებიან წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების, თამაშების კულტურის ამაღლებას და საერთო ჯამში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.1.3. საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდსთვის (ს/ნ:405135786) თანხის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება საფეხბურთო კლუბ ,,ბეთლემის“ მხარდაჭერისათვის, კერძოდ ფეხბურთელთა ხელფასები, ტრანსპორტირების დაფინანსება, სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა, შეკრებების ორგანიზება. 4.1.4 სარაგბო კლუბის მხარდამჭერი ღონისძიებები (პროგრამულიკოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სარაგბო კულბ ,,ფირალების“ მხარდაჭერა. კერძოდ, მორაგბეთა ხელფასები, ტრანსპორტირების დაფინანსება, სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა, შეკრებების ორგანიზება. 4.1.5 სტადიონებისა და მინი საფეხბურთო მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მშენებლობა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის სფეროს ქსელის გაფართოება, არსებულის რეაბილიტაცია და თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. ცალკეულ თემებში და დაბაში კულტურის ახალი კერების შექმნა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. 4.2.1 ააიპ – ქედის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქედის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედ სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოდ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს რეწვის და თექის წრეები, რომლებშიც 58 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები – ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებებში და გამოფენებში მონაწილეობა, თექისა და რეწვის წრეების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. 4.2.2. ააიპ – ქედის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) ააიპ – ქედის სახელოვნებო სკოლა სამი სექციით შემოიფარგლება, კერძოდ: 1) საფორტეპიანო. 2) საორკესტრო და 3) ქორეოგრაფიული, რომლებშიც სწავლა-განათლებას 140 მოსწავლე იღებს. საფორტეპიანო სექციაში სწავლება ფასიანია და სწავლის წლიური ღირებულება ერთ მოსწავლეზე 30 ლარს შეადგენს, რომელიც მთლიანად სახელოვნებო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაახლებას ხმარდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას. 4.2.3 ააიპ – ქედის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 03) ააიპ – ქედის მუზეუმი დაარსდა 1999 წელს, სადაც თავმოყრილია და გამოფენილია ათასამდე ქედის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატი. საგამოფენო დარბაზში გამოფენილია არქეოლოგიური ეთნოგრაფიული, ისტორიული, ხეზეკვეთილობის ნიმუშები და ფერწერული ტილოები. მუზეუმის არქეოლოგიურ მასალებში ინახება ათი ათასი წლის წინანდელი ქვის თოხი, ქვის ჩაქუჩები და შურდულის ქვები, ასევე მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონატები, რომლებიც ადგილობრივი რეწვის ოსტატობის ნიმუშებს წარმოადგენს. საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით 2004 წლიდან მოქმედებს და წელიწადში 1000-დან 1200-მდე მნახველს მასპინძლობს. მნახველებს შორის მრავლადაა უცხოელი დამთვალიერებელი. ყოველივე აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის მიმდინარე ხარჯებს, ექსპონატების შესყიდვისა და ექსპედიციის ხარჯებს. 4.2.4 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შობა-ახალი წლის დღესასწაულის, სხვა ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნა, რაიონის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნის ენერგიული, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენა; ქედელობისა და მერისლობის დღესასწაულების ღირსეულად აღნიშვნა; რაიონის წარმატებული ახალგაზრდების წახალისება და სტიმულირება შემდგომი მუშაობისათვის, საინტერესო პროექტების ხელშეწყობა; იმ ადამიანების წარმოჩენა, რომელთაც თავისი მოღვაწეობით ნათელი კვალი დააჩინა ქედის ისტორიას; სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაცია; კონცერტების ორგანიზება ქართული ანსამბლების და ინდივიდუალური მომღერლების მონაწილეობით და სხვა კულტურული ღონისძიებები. |
5.
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 06 01) მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. 5.1.1. ეპილეფსიით დაავადებულთა სფეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში, რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტიეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. ამ ასპექტის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი მე-4 წელია ახორციელებს ეპილეფსიით დაავადებულთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამას, რომლითაც 79 ბენეფიციარი სარგებლობს. 5.1.2. ამბულატორიების მომსახურების პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 02) მუნიციპალიტეტის თემის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლოებისათვის სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 8 ამბულატორიის ტრანსპორტითა და ამბულატორიების ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა. 5.1.3 თემების სამედიცინო ცენტრებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობა და ინვენტარის შეძენა (პირობითი კოდი 06 01 03) აღნიშნული ღონისძიებით მოხდება 2 ავტომანქანის შეძენა, რითაც სრულად მოხდება მუნიციპალიტეტში ამბულატორიების ტრანსპორტით აღჭურვა და ასევე თემების სამედიცინო პუნქტების და ამბულატორიების კეთილმოწყობა. 5.2 სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში უმწეოთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტინგენტის 26 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. პროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. ამ კატეგორიის მოქალაქეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ და მიენიჭათ 70 000-მდე სარეიტინგო ქულა. მიმდინარე პროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად, ყოველდღიურად, წელიდადში 364 დღის განმავლობაში. 5.2.2 ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 02) ქვეყანაში დიდი ყურადღება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ, ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას და გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევას.პროგრამას არეგულირებს 1995 წლის ,,ომისა და შეარაღებლი ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა ბ” პუნქტები, 21-ე მუხლის ,,1,2,3” პუნქტები და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”. 5.2.3 ხუთ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული დემოგრაფიული პრობლემების პირობებში აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებია, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე ერთჯერადად 1000 ლარით დახმარებას გულისხმობს. 5.2.4. გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 05) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ მიზნით ქვეყანაში შემუშავდა და ხორციელდება სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურეობის დახმარების პაკეტს. 0-დან 70 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტში დამატებით შეიმუშავებულია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარით ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 5.2.5. ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციალთა მგზავრობის უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტიდან 9 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. 5.2.6. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებზე აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის ცერემბრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის მგზავრობის ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერემბრალური დამბლით დაავადებულ ბავშთა კურსებზე მიმოსვლისათვის ხდება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება, რომლის მიზანია ბენეფიციართა კმაყოფილების დონის გაზრდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.2.7 საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 09) პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 0-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთა მდგომარეობას შეისწავლის მუნიციპალიტეტში შექმნილი დროებითი კომისია დეტალურად. თუნუქის ფურცლის გაცემის უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება ქედის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სახურავით უზრუნველყოფა, სოციალური მდგომარეობის და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები