საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5382-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018132
5382-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
200000000.05.001.018132
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-200 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.“.

2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) პირველადი წყალმოსარგებლისათვის − კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურაა დამაგრებული;“.

მუხლი 2.  ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5382-IIს