“საქართველოს ეროვნული ბანკის” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.05.001.000.141
  • Word
245
28/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 17, 03/07/1996
220.010.000.05.001.000.141
“საქართველოს ეროვნული ბანკის” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წწ., № 27-30, მუხლი 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კანონის ტექსტში, მათ შორის სათაურში, სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის შეიცვალოს სიტყვით საქართველოს, ხოლო სიტყვები „სახელმწიფოს მეთაური„ – სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი, სიტყვები „რესპუბლიკის პარლამენტი– სიტყვებით „საქართველოს პარლამენტი, სიტყვა „გამგეობა– სიტყვებით „ეროვნული ბანკის საბჭო.

2. პირველი, მე-2, მე-6, მე-8, მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში „ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი, წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აქვს უფლება დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს, ფლობდეს და განკარგავდეს უძრავ და მოძრავ ქონებას, გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.

2. ეროვნული ბანკის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა.

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

    მუხლი 2. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების, აგრეთვე, საფინანსო-საკრედიტო სისტემის ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული მყარი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, რომელიც ორიენტირებულია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა.

ბ) განახორციელოს საბანკო საქმიანობისა და ვალუტის გამცვლელი პუნქტების ლიცენზირება და ზედამხედველობა.

გ) ფლობდეს, ინახავდეს და განკარგავდეს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს.

დ) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი, მრჩეველი და ფისკალური აგენტი.

ე) უზრუნველყოფდეს საგადახადო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ვ) ხელს უწყობდეს საიმედო და მდგრადი საფინანსო-საკრედიტო სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას„.

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრის შემადგენლობით.

2. ეროვნული ბანკის საბჭო შეიმუშავებს საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევს მის განხორციელებას ამ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, ცნობილი პატიოსნებით და აღიარებულნი პროფესიონალიზმით საბანკო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო საქმიანობის სფეროში.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, საბჭოს თავმჯდომარის გარდა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და ხუთი სხვა წევრი.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

7. დასაშვებია საბჭოს წევრების ხელახალი არჩევა. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ბანკის საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლდება, თუ იგი:

ა) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად გადაყენებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან.

ბ) დაკარგა საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

გ) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს.

დ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის გამო.

ე) გახდა ვალაუვალი ან გამოცხადებულია გაკოტრებულად და არ არის რეაბილიტირებული.

ანალოგიური წესით ხდება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობიდან გათავისუფლება„.

    მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებანი

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა (მათ შორის ღია ბაზარზე), ბანკის ოპერაციების ლიმიტები, პროცენტული განაკვეთები, ბანკის სააღრიცხვო და სასესხო ოპერაციების მიხედვით ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში შესანახი სავალდებულო რეზერვები და მათი დონე.

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი.

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტი.

დ) წარადგინოს წინადადებები ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ე) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები.

ვ) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური მოხსენებები და საფინანსო ანგარიშგებანი.

    მუხლი 9. საბჭოს წევრების დამატებითი სარგოების განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის, „მინისტრთა კაბინეტი შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „მთავრობის, „მთავრობა.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „მინისტრთა კაბინეტი.

5. მე-10 მუხლში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის„ შეიცვალოს სიტყვით „მთავრობის.

6. ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.

7. 22-ე მუხლში ნაცვლად ციფრებისა და სიტყვებისა „1 300 000 000 000 (ერთი ტრილიონ სამას მილიარდ კუპონს) ჩაიწეროს – 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარს.

8. 23-ე, 26-ე, 29-ე 32-ე მუხლებში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტს, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის„ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

9. 25-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ანაზღაურებული კაპიტალი შეიცვალოს სიტყვებით „განაღდებული კაპიტალი. მე-3 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს.

10. 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიმოქცევისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის, ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლის წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.

11. 50-ე მუხლის „გ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის„.

12. 51-ე მუხლის „ბ„ ქვეპუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტის შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს.

13. 52-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეიცვალოს სიტყვებით „მთავრობის, ხოლო მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი კონსულტაციებს იღებს ეროვნული ბანკიდან. ამ უკანასკნელის მოვალეობაა სახელმწიფოს მეთაურის ან შეიცვალოს სიტყვებით „ეროვნული ბანკის მოვალეობაა ქვეყნის პრეზიდენტისა და„ შემდეგ როგორც ტექსტშია.

14. 53-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და.

5. 54-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და რესპუბლიკის.

16. 55-ე მუხლის პირველ აბზაცში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და„ შეიცვალოს სიტყვებით „თავად სახელმწიფოს.

17. 57-ე მუხლის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მინისტრთა კაბინეტისათვის გასაცემი„, „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და„.

მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრთა კაბინეტს სესხი, რომელიც ფინანსთა სამინისტროზე გაფორმდება„ შეიცვალოს სიტყვებით „სესხი ფინანსთა სამინისტროს.

მე-3 პუნქტში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროს. მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, „საქართველოს რესპულიკის მინისტრთა კაბინეტსა„, „მინისტრთა კაბინეტისათვის შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „ფინანსთა სამინისტრო, „ფინანსთა სამინისტროსათვის.

18. 58-ე მუხლში სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისაგან შეიცვალოს სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროსაგან, ხოლო სიტყვები „რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის– სიტყვებით „ფინანსთა სამინისტროსათვის.

19. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 69. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სამი თვით ადრე ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მომავალი წლისათვის. თუ პარლამენტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ეროვნული ბანკი მოქმედებს მის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

2. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განისაზღვრება ინფლაციის დონე, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობა, ამ პარამეტრების უზრუნველმყოფელი ფულად-საკრედიტო რეგულირების მექანიზმები, საკურსო და სავალუტო რეჟიმი, სამართლებრივი ბაზისა და ფულად-საკრედიტო სისტემის სრულყოფის ღონისძიებები.

3. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ.

პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.

4. ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ. გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციებს აძლევს ეროვნულ ბანკს.

20. 75-ე მუხლის „ე და „კ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „სახელმწიფო უწყება– საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფი ან უწყება.

„კ) „კრედიტი„ – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება.

ამავე მუხლს დაემატოს „რ ქვეპუნქტი:

„რ) „დენომინაცია– ქვეყანაში ფულის მიმოქცევის მოწესრიგების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების გაადვილების მიზნით, ეროვნული ფულის ერთეულის გამსხვილება დაწესებული თანაფარდობის მიხედვით, ძველი ფულის ნიშნების ახალზე გადაცვლის მეშვეობით.

 

საქართველოს პრეზიდენტი . შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 28 მაისი.

№245-IIს