დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 255 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.019320 |
|
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“:
1. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) Y5,1 – ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, წყალსა და დასუფთავებაზე გადახდილი თანხა, ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც აითვლება ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან.“. 2. მე-11 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) Y8,11 – საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონის ინდიკატორი (Y8,11=1, თუ შინამეურნეობა მთიან რეგიონშია და Y8,11=0 წინააღმდეგ შემთხვევაში).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს გამოქვეყნების დღიდან შეფასებულ ოჯახებზე (ოჯახები, რომელთა ოჯახის დეკლარაცია შევსებულია დადგენილების გამოქვეყნების დღეს და შემდგომ პერიოდში).
|
|
დოკუმენტის კომენტარები