დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021512 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1020
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული დონის ფინალის ჩატარების მხარდასაჭერად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამხედრო ბაზის, თანამშრომლებისა და მატერიალური რესურსის გამოყოფა;
ბ) 2016 წლის ივნისში განახორციელოს კონკურსის მონაწილეთა/შესაბამის პირთა სამხედრო ბაზაზე კვებით უზრუნველყოფა, განთავსება და ტრანსპორტირება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები