საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021511
  • Word
1019
06/06/2016
ვებგვერდი, 16/06/2016
000000000.00.003.021511
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1019

2016 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. აღიარებულ იქნეს დავალიანებად „2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის გასაცემი 91209.25 ლარი (ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას ცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი).

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 91209.25 ლარის (ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას ცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი) გადახდა კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი