დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021511 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1019
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. აღიარებულ იქნეს დავალიანებად „2015 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 აგვისტოს №1736 განკარგულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის გასაცემი 91209.25 ლარი (ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას ცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი).
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 91209.25 ლარის (ოთხმოცდათერთმეტი ათას ორას ცხრა ლარი და ოცდახუთი თეთრი) გადახდა კახეთის რეგიონში მევენახეობის სფეროში დასაქმებული ზოგიერთი ფიზიკური პირისათვის.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები