დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021503 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1010
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის №5/25681 გადაწყვეტილება, ქალაქ ხობში, სპორტის ქუჩაზე მდებარე 1530.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის – განაშენიანების ფართით – 400.57 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №45.21.25.025) ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები