საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის ბალანსზე რიცხული ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებული ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1006
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021499
  • Word
1006
06/06/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021499
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის ბალანსზე რიცხული ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებული ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1006

2016 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსათვის მის ბალანსზე რიცხული ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებული  ფართების დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიეცეს თანხმობა,  მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ოქროყანაში მდებარე     (ს/კ:  01.15.07.002.038) ტექნოლოგიური პარკის შენობაში არსებული ფართები, უზუფრუქტის უფლებით, აუქციონის გარეშე, დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადასცეს: 

ა) კომპანია შპს „სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობით ოფისს  საქართველოში“  ( ს/კ:  405077884) – ქ. თბილისში, ოქროყანაში მდებარე ტექნოლოგიური პარკის შენობის პირველ სართულზე მდებარე 19.6 კვ.მ ფართის ოთახი,  2016 წლის 31 დეკემბრამდე, რის სანაცვლოდაც კომპანია  აღნიშნულ ფართში უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სამსუნგის ტექნიკის საჩვენებელი ოთახის მოწყობას და ტექნოლოგიური პარკის მომხმარებელთა შეუზღუდავ დაშვებას; 

ბ) კომპანია „ინტელ კორპორეიშენის“ წარმომადგენელს მაკა მახათაძეს (პ/ნ: 01029007246) – ქ. თბილისში, ოქროყანაში მდებარე ტექნოლოგიური პარკის შენობის პირველ სართულზე მდებარე 14.19 კვ.მ ფართის ოთახი,  2016 წლის 31 დეკემბრამდე, რის სანაცვლოდაც კომპანია  აღნიშნულ ფართში უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ინტელის  ტექნიკის საჩვენებელი ოთახის მოწყობას და ტექნოლოგიური პარკის მომხმარებელთა შეუზღუდავ დაშვებას;  

გ) კომპანია  შპს „იუ-ჯი-თის“  (ს/კ:  204892964)  ქ. თბილისში,  ოქროყანაში მდებარე ტექნოლოგიური პარკის შენობის პირველ სართულზე მდებარე 15.2 კვ.მ ფართის ოთახი, 2016 წლის 31 დეკემბრამდე,  რის სანაცვლოდაც კომპანია აღნიშნულ ფართში უსასყიდლოდ უზრუნველყოფს HP-ის ტექნიკის საჩვენებელი ოთახის მოწყობას და ტექნოლოგიური პარკის მომხმარებელთა შეუზღუდავ დაშვებას.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი