დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დამატებითი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021498 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1005
2016 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დამატებითი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული, საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ დამატებით შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები