დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 997 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021485 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №997
2016 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.003.024) ნულოვან სართულზე, შპს „ჯემედის“ საკუთრებაში არსებული ფართის (JUSTcafe) მომიჯნავედ მდებარე, 118.15 კვ.მ ფართი, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს შპს „ჯემედს“, 4 (ოთხი) თვის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, JUSTcafe-ს საზაფხულო ტერასად გამოყენების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები