დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (როგორც მრავალმხრივი საგრანტო ხელშეკრულების ერთ-ერთ წევრს) და ევროკომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს − კვლევის აღმასრულებელ სააგენტოს (REA) შორის, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, საგრანტო პროექტის − „მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის“ (FutureTrust) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 996 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021483 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №996
2016 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (როგორც მრავალმხრივი საგრანტო ხელშეკრულების ერთ-ერთ წევრს) და ევროკომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს − კვლევის აღმასრულებელ სააგენტოს (REA) შორის, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, საგრანტო პროექტის − „მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციებისთვის“ (FutureTrust) განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (როგორც მრავალმხრივი საგრანტო ხელშეკრულების ერთ-ერთ წევრს) და ევროკომისიის უფლებამოსილ წარმომადგენელს − კვლევის აღმასრულებელ სააგენტოს (REA) შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები