საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 993
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021478
  • Word
993
02/06/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021478
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №993

2016 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,  მის სარგებლობაში არსებული – ქ. თბილისში, ლეონიძის ქუჩა №3;  ქ. თბილისში სულხან-საბას ქუჩა №1 და ქ. თბილისში გიორგი ლეონიძის ქუჩა №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.15.05.066.007.01.529 და №01.15.05.066.022) შიდა აზომვითი ნახაზის (3D სკანერის აპარატის გამოყენებით ან/და არსებული სიტუაციის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც დატანილი იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური საინჟინრო ქსელები მათი სიღრმეების, დასახელებისა და (X, Y და Z) კოორდინატების ჩვენებით) შემუშავების მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან  (პროგრამული კოდი:  32 05 02 02 01). 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი