საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 992
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021475
  • Word
992
02/06/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021475
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №992

2016 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. სამტრედიაში, რობაქიძის ქ. №63-ში მდებარე 3 465 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები:  №1 - საერთო ფართით - 1119.3 კვ.მ,  №2 - საერთო ფართით - 385.1 კვ.მ  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №34.08.50.119).

 

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი