ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

  • Word
ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 989
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021468
  • Word
989
02/06/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021468
ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №989

2016 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

ანაკლიაში პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ

 

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2016 წლის მაის-სექტემბერში, ანაკლიის ტერიტორიაზე (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ.

2. პროგრამა „მომავლის ბანაკის“ სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სარემონტო სამუშაოები განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს:

ა) „მომავლის ბანაკის“ უზრუნველყოფა ექიმისა და ექთნის მომსახურებით, 24 საათის განმავლობაში, ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ოთახში და საჭიროების შემთხვევაში, ბანაკის მონაწილის საავადმყოფოში გადაყვანა (ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე) სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით;

ბ) „მომავლის ბანაკის“ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ექიმის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გადაყვანილი მონაწილის ბანაკში უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოება საპატრულო ეკიპაჟის თანხლებით;

ბ) მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, „მომავლის ბანაკის“ შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი და მათი ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა, შესაბამისი ზომების მიღება წყალზე ადამიანთა სიცოცხლის დაცვისა და უსაფრთხოებისათვის, აგრეთვე ამ სფეროში „მომავლის ბანაკის“ ბენეფიციარებისათვის სათანადო ტრენინგის ჩატარება (ყოველი ნაკადისათვის);

გ) პროექტ „ნორჩი მაშველების“ ფარგლებში, 14 ბენეფიციარის (7 ბელორუსიისა და 7 აზერბაიჯანის პროფილური ბანაკებიდან) კანდიდატურების წარდგენა და მათ შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

გ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დასახელება;

გ.ბ) სკოლის დასახელება;

გ.გ) ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

გ.დ) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

გ.ე) ბენეფიციარის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

გ.ვ) ცნობა ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

გ.ზ) წარდგენილი კანდიდატურის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა;

გ.თ) წარდგენილი კანდიდატურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ.ი) შერჩეული კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა;

დ) კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა გამოყოფა, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ გამართვის ადგილზე მორიგეობის მიზნით.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის − საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის (შემდგომში − რესურსცენტრი) წარდგენილი კანდიდატურებიდან (თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან არაუმეტეს ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატურისა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა არაუმეტეს 1391 კანდიდატურის (14-18 წლის ასაკის, სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) წარდგენა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეთათვის, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით);

ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) მოსწავლის ნიშნების ფურცლის ასლი;

ბ.ე) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ზ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

ბ.თ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა IV-100ა;

ბ.ი) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) რესურსცენტრების ინფორმირებულობა და „მომავლის ბანაკის“ სათანადოდ ჩატარების მიზნით, მათთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა;

დ) შერჩეული ძირითადი კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი რესურსცენტრისათვის წარდგენილი სარეზერვო კანდიდატურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა და აღნიშნულისათვის რესურსცენტრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა.

6. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს:

ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა (არა უმეტეს უცხოეთში მცხოვრები 144, 14-18 წლის ასაკის თანამემამულისა, სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) და ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ბენეფიციართა ტრანსპორტირება;

ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

ბ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დასახელება;

ბ.ბ) სკოლის დასახელება;

ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ე) დიასპორული ორგანიზაციის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

ბ.თ) წარდგენილი კანდიდატურის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა;

ბ.ი) წარდგენილი კანდიდატურის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შერჩეული კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უზრუნველყოს:

ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების (14-18 წლის ასაკის) წარდგენა (არაუმეტეს 50 პირისა);

ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

ბ.ზ) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა IV-100ა;

ბ.თ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შერჩეული კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა.

8. ეთხოვოს ა(ა)იპ − საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ: 202359081):

ა) უზრუნველყოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადების მონაწილეთაგან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ 576 ბენეფიციარის (12-18 წლის ასაკის, სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) კანდიდატურის შერჩევა;

ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

ბ.გ) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

ბ.ზ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა IV-100ა;

ბ.თ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შერჩეული კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა;

დ) ბენეფიციარების ტრანსპორტირება რეგიონების მიხედვით, შესაბამის სამხარეო ცენტრებში.

 9. ეთხოვოს სსიპ − საზოგადოებრივ მაუწყებელს:

 ა) უზრუნველყოს პროექტ „წიგნების თაროს“ მონაწილეთაგან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ 69 ბენეფიციარის (14-18 წლის ასაკის) კანდიდატურის შერჩევა;

 ბ) შერჩეული კანდიდატურების შესახებ სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

 ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

 ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

 ბ.გ) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

 ბ.დ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

 ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

 ბ.ვ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

 ბ.ზ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა IV-100ა;

 ბ.თ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) საქართველოს რეგიონებიდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ბენეფიციართა ტრანსპორტირება.

 10. ეთხოვოს ა(ა)იპ - საქართველოს ინტელექტ-კლუბს „რა? სად? როდის?“ (ს/ნ: 404436222):

 ა) უზრუნველყოს პროექტ „ინტელექტის დღის“ მონაწილეთაგან პროგრამა „მომავლის ბანაკის“ 60 ბენეფიციარის (12-18 წლის ასაკის) კანდიდატურის შერჩევა;

 ბ) შერჩეული კანდიდატურების შესახებ სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:

 ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

 ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

 ბ.გ) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

 ბ.დ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

 ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

 ბ.ვ) კანდიდატის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;

 ბ.ზ) კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ფორმა IV-100ა;

 ბ.თ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) შერჩეული კანდიდატურის არწასვლის შემთხვევაში, ალტერნატიული კანდიდატურის (შესაბამისი დოკუმენტაციით) დროულად წარდგენა;

 დ) საქართველოს რეგიონებიდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ბენეფიციართა ტრანსპორტირება.

 11. სსიპ − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ეტაპობრივად უზრუნველყოს:

 ა) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის, სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ა(ა)იპ − საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ მიერ წარდგენილი კანდიდატურების ტრანსპორტირება მარშრუტით − თბილისი-ანაკლია-თბილისი (დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარდგენილი 48 ბენეფიციარი თითოეულ ნაკადზე, სულ − 3 ნაკადი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარდგენილი 10 ბენეფიციარი თითოეულ ნაკადზე, სულ - 5 ნაკადი, სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის წარდგენილი 69 ბენეფიციარი, სულ - 1 ნაკადი, ა(ა)იპ − საქართველოს ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“ მიერ წარდგენილი 60 ბენეფიციარი, სულ - 1 ნაკადი ), წინასწარ შეთანხმებული თარიღების შესაბამისად;

 ბ) ა(ა)იპ − საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შერჩეული ბენეფიციარების ტრანსპორტირება, ამ განკარგულების მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული სამხარეო ცენტრებიდან ანაკლიაში და უკან მიმართულებით;

 გ) პროექტ „ნორჩი მაშველების“ ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული 14 ბენეფიციარის (7 ბელორუსიისა და 7 აზერბაიჯანის პროფილური ბანაკებიდან) ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი აეროპორტიდან ან/და სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ანაკლიისა და უკან აეროპორტის ან/და სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით.

 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (ს/ნ: 412670097) მეშვეობით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, დასაშვები ნორმების ფარგლებში, წყლის ხარისხის კონტროლი (მათ შორის, შიდა ქსელზე) და წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა (გარდა შიდა ქსელისა).

 13. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ანაკლიაში არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების განთავსება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ბანაკის მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი