ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 977
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021467
  • Word
977
30/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021467
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №977

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს უფლება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №823 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კერძოდ:

ა) დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის რეაბილიტაციისათვის (პირველი ეტაპი) საჭირო ღონისძიებები 996 943 (ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ორმოცდასამი) ლარის ფარგლებში;

ბ) ნატანები-ურეკისა და ჩოლოქი-შეკვეთილის გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები 173 093 (ას სამოცდაცამეტი ათას ოთხმოცდაცამეტი) ლარის ფარგლებში. 

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი