დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „დელტა ინტერნეიშენალისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021466 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №976
2016 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
შპს „დელტა ინტერნეიშენალისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, შპს „დელტა ინტერნეიშენალს“ (ს/კ: 401960614), უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, ერთი წლის ვადით გადასცეს შემდეგი ქონება:
ა) ერთი ერთეული ავტომატური იარაღი НД 44 - N НВ39 (3У-231);
ბ) ერთი ერთეული ტყვიამფრქვევი ПКТ - N Н9971, ლულა - N9971.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები