„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

  • Word
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 972
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021461
  • Word
972
27/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021461
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №972

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ მომზადებული მოხსენება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ, წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2. საბიუჯეტო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.

3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი