დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგრანტო ხელშეკრულების პროექტების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 971 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021459 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №971
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საგრანტო ხელშეკრულების პროექტების მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების საგრანტო პროგრამის №001-2016“ ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ა(ა)იპ – საზოგადოებრივი დამცველი, ა(ა)იპ – სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ტოლერანტი,ა(ა)იპ –საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი, ა(ა)იპ – კავშირი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – ბათუმი, ა(ა)იპ – ვიპიარ ჯგუფი) გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები