დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 966 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021451 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №966
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის პროგრამით – „ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია“ (კოდი: 04 09) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები