„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის N801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის N801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 115
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016871
115
10/06/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
010240030.22.033.016871
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის N801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №115

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის N801 ბრძანებაში (სსმ III, 26.10.2010, №138,   მუხლი 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბერის №341 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.

3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.“;

ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;“;

დ) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. ინსპექტირების ჩატარების ვადა

ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.“;

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო

მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, ან საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

 ბ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შიდა აუდიტის ობიექტთან შეთანხმებულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ე) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის  შეფასება;

ვ) სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

თ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 6 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური