დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტების მომზადებისა და განხორციელების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 958 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021458 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №958
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტების მომზადებისა და განხორციელების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტების მომზადებისა და განხორციელების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულების (250 მლნ ევრო) დადებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ევროპის საინვესტიციო ბანკს:
ა) საქართველოს რეგიონებში საავტომობილო გზების გაუმჯობესების პროექტების მომზადებისა და განხორციელების დაფინანსების მიზნით, შესაბამისი ჩარჩო ხელშეკრულების (250 მლნ ევრო) დადების შესახებ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი და საირმე-აბასთუმნის საავტომობილო გზების პროექტების მომზადებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსების შესახებ;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, სვანეთთან დამაკავშირებელი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები