სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 954
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021447
  • Word
954
27/05/2016
ვებგვერდი, 16/06/2016
000000000.00.003.021447
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №954

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 24.07.36.305; 24.07.36.306; 24.07.36.307; 24.07.36.308; 24.07.36.309; 21.09.32.289; 21.08.37.227; 21.08.37.228; 21.08.32.083; 21.08.31.190; 21.07.34.401; 21.06.31.150; 21.02.32.085; 21.02.32.084; 21.01.36.347 და 21.01.34.174) არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 24 (ოცდაოთხი) ინდივიდი;

ბ) კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 (სამი) ინდივიდი;

გ) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 191 (ას ოთხმოცდათერთმეტი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი