დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 953 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021446 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №953
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: 24.02.31.145; 24.02.31.144; 24.02.31.146; 24.07.36.310; 24.07.36.311; 21.08.36.294; 21.08.31.191; 21.08.31.192; 21.06.33.322; 21.06.33.323; 21.06.33.324; 21.06.34.377; 21.06.34.376; 21.03.34.306; 21.03.34.305; 21.03.31.094; 21.03.31.093; 21.02.32.088; 21.01.36.350; 21.02.32.089; 21.02.31.047; 21.02.31.046; 21.02.31.045; 21.01.37.364; 21.01.37.362; 21.01.37.361; 21.01.37.360; 21.01.35.277; 21.02.32.086; 21.01.36.349; 21.01.32.191; 22.26.12.324 და 22.26.15.101) არსებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) ჩვეულებრივი წაბლი - (Castanea sativa Mill.) 206 (ორას ექვსი) ინდივიდი;
ბ) კაკლის ხე ( Juglans regia L) - 26 (ოცდაექვსი) ინდივიდი;
გ) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 (სამას ოცი) ინდივიდი;
დ) უთხოვარი (Taxus baccata L.) - 1 (ერთი) ინდივიდი;
ე) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) - 1 (ერთი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები