სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბესტ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბესტ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 951
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021443
  • Word
951
27/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021443
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბესტ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №951

2016  წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბესტ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაზალეთში მდებარე 1249.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 (მშენებარე), №2 (მშენებარე) და №3 (მშენებარე) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.56.27.004), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 113 000 (ას ცამეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ბესტ გრუპს“ (ს/კ: 429320683).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში 113 000 (ას ცამეტი ათასი) ლარის გადახდა;

 ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 10-ნომრიანი (ათნომრიანი) სასტუმროს (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, ფიტნეს დარბაზ(ებ)ს და ადმინისტრაციულ შენობას) შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შპს „ბესტ გრუპის“ საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.56.23.590) არანაკლებ 14-ნომრიანი (თოთხმეტნომრიანი) სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „ბესტ გრუპი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინვესტიციის ჯამური ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                         გ. კვირიკაშვილი