„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 949
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021441
  • Word
949
27/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021441
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №949

2016  წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კატევე ხობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მაისის №1050 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება 2017 წლის 26 მაისამდე;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 453 600 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ტონა თხილის გადამუშავება შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში, არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ტონა თხილის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში, არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) ტონა თხილის 50%-ის წარმოება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                გ. კვირიკაშვილი