დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 168 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 946 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021436 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №946
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 168 568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2168568 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №44.14.23.418) ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით, იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, იმ პირობით, რომ საწყისი წლიური საიჯარო ქირის (261 000 (ორას სამოცდაერთი ათასი) ლარი) გადახდა განხორციელდება შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მე-19 თვიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების შემდგომი პერიოდისათვის, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები