დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების“ საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 944 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021434 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №944
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების“ საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
1. „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების“ საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №201 განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სამოქმედო გეგმა.
2. სამოქმედო გეგმაში მითითებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა განახორციელონ საკითხების შესრულება შესაბამისი ვადების დაცვით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები