დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ქართული ფილმის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 934 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021424 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №934
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
სს „ქართული ფილმის“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „ქართული ფილმის“ მიერ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „იმედის ბორცვის“ გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს სს „ქართული ფილმისათვის“ (ს/კ: №202054196) სათანადო დახმარების გაწევა და სს „ქართული ფილმის“ მიერ 320 (სამას ოცი) ლარის სანაცვლოდ (მიმღები: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, მიმღების ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 302006500) №1 დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები