დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 933 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021423 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №933
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს (ს/ნ: 405135786), უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ნივთები:
ა) 2 (ორი) ცალი პერსონალური კომპიუტერი (lenovo9 e5180) – 2 260 (ორი ათას ორას სამოცი) ლარის ღირებულებით (ერთეულის ფასი - 1 130 (ათას ას ოცდაათი) ლარი);
ბ) 1 (ერთი) ცალი პრინტერ-სკანერი (xeroxs 3210) - 453 (ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარის ღირებულებით.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები