დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის წესით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 931 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021421 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №931
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის წესით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 84, სათავო ცენტრალური ოფისის სერვისცენტრში I სართულზე მდებარე 10.93 კვ.მ ფართი, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.13.004.002), 3 (სამი) წლის ვადით, აუქციონის გარეშე, იჯარის წესით გადასცეს საბანკო დაწესებულებას - მასში საბანკო დაწესებულების სერვისცენტრის განთავსების მიზნით.
2. ქონების იჯარის წესით სარგებლობაში გადაცემის საფასური განისაზღვროს არანაკლებ აუდიტორის/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები