სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 930
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021415
  • Word
930
27/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021415
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №930

2016  წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის 558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ - პროექტის განხორციელების ფარგლებში, კურსთაშორისი სხვაობით და შუამავალი ბანკების მომსახურების საკომისიოების ჩამოჭრის შედეგად წარმოშობილი ხარჯების დაფინანსება, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ (KfW) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 05 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. კვირიკაშვილი