დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური ოფისისთვის (ZfA) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (3 (სამი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 921 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021416 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №921
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალური ოფისისთვის (ZfA) სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, დროებით (3 (სამი) წლის ვადით) სარგებლობაში გადაცემაზე სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლას, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.02.002.024) ნაწილი, კერძოდ, საჯარო სკოლის №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული ოთახი (29,12 კვ.მ ფართი), დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, თხოვების ფორმით, 3 (სამი) წლის ვადით, გადასცეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების ცენტრალურ ოფისს (ZfA).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები