დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 918 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021419 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №918
2016 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელ შეთანხმების პროექტს - „სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები