დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ი/მ „ნუგზარ ჭკადუაზე“ გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 905 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021411 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №905
2016 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
ი/მ „ნუგზარ ჭკადუაზე“ გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, გააგრძელოს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 15 მარტის №13/173 ბრძანებით ი/მ „ნუგზარ ჭკადუაზე“ (ს/კ: 120360750) გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის (№1000018) მოქმედების ვადა 2016 წლის ოქტომბრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები