„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 904
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021399
  • Word
904
20/05/2016
ვებგვერდი, 14/06/2016
000000000.00.003.021399
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №904

2016 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 გან­კარგუ­ლებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს/პარლამენტის აპარატს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ქალაქ თბილისის მუნიცი­პა­ლიტეტის მერიას კომპეტენ­ციის ფარ­გ­ლებში სამოქ­მე­დო გეგმით გან­საზ­ღვრულ ღონისძიებებში მო­ნაწილეო­ბის მიღება.“.

2. განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმაში საქართვე­ლოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებების მე-3 გრაფას დაემატოს პასუხისმგებელი უწყებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ოფიციალური მიღების

ორგანიზების უზრუნველყოფა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია,

საქართველოს პარლამენტი/პარლამენტის აპარატი,

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი