,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017143
69/ნ
13/06/2016
ვებგვერდი, 13/06/2016
430210000.22.022.017143
,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის N124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №69/ნ

2016 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017030) დამტკიცებულ „საგნის გამოცდის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგამოცდო ბარათი – ამონაბეჭდი საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან,  რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება საგნის გამოცდაზე;“;

ბ) „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

ნ) შეფასების სქემა – ამ წესით დადგენილი წესით, საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების პასუხების ფურცლების გასწორება.“;

2. მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. საგნის გამოცდის ჩატარების პერიოდულობა

1. საგნის გამოცდა ტარდება წლის განმავლობაში ორჯერ – ზაფხულში და ზამთარში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.  

2. ზამთარში ჩატარებულ საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“;

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ მასწავლებელს;

ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საგნის გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის, ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიებში გათვალისწინებული არ იქნება ის აპლიკანტი, რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში არ წარადგენს ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს;“;

4. მე-6 მუხლის:

ა)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი აპლიკანტი საგნის გამოცდაზე ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა საგნის გამოცდაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური  სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასური გადახდილია ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრულ­ზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აპლიკანტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფა­სურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – საგნის გამოცდის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“;

5. მე-9 მუხლის:

ა)  მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე რეგისტრაციის მიმდინარეობისას შევსებულ განცხადებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;

გ) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგნის გამოცდაში მონაწილეობის, მათ შორის ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიაში  გათვალისწინების უფლების მქონე პირების დადგენის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას.“;

7. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს  საგამოცდო ბარათებს, რომელიც შეიცავს:

ა) აპლიკანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

ბ) საგნის გამოცდის სახელწოდებას;

გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

დ) საგნის გამოცდის ჩატარების თარიღს და საგნის გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.“;

ბ)  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

8. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;

9. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფორსმაჟორული გარემოების არსებობისას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში საგნის გამოცდის ჩატარების განსხვავებული თარიღი.“;

10. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.“;

11. მე-16 მუხლის:

ა)  მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით.“;

გ)  მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  საგნის გამოცდის წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო საგნის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ  ნებადართული ნივთებისა.“;

12.  მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

ცენტრი, ყველა საგნის გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს საგნის გამოცდებზე გამოყენებული ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 19. პასუხების ფურცლების განადგურება

ცენტრი, ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით ტესტების  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.“;

13. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.“;

14. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპრეტენზიო კომისია საგნის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.“;

15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. საგნის გამოცდის საბოლოო შედეგები

„1. საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებიდან 20 დღის ვადაში, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა;

ბ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა სია, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საგნის გამოცდა.

2. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სიების შემუშავების დროს ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ცენტრის მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ცენტრის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას განსაზღვრული ფორმის შესაბამისად გადასცემს ცენტრს.

3. ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიებს ათავსებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებულ მასწავლებლის შეფასების ელექტრონულ სისტემაში, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიებს აგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.“;

16. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  და მე-4 პუნქტები:

„3. 2021 წლის ბოლომდე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

4. 2016 წლის ზაფხულში ჩასატარებელ:

ა) საგნის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს და საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასურს არ იხდის მასწავლებელი, რომელიც განაწილებულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

ბ) საგნის გამოცდისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ ახორციელებს სპეციალურ პროგრამაში დადასტურებას, რომ პირს უფლება აქვს გავიდეს საგნის გამოცდაზე;

გ) საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება 2016 წლის 13 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა