„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 66/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017140
66/ნ
10/06/2016
ვებგვერდი, 10/06/2016
040030000.22.022.017140
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №66/ნ

2016 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005) და ბრძანების:

1. დანართ №2-ით გათვალისწინებული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა დაფუძნებულად ჩაითვალოს 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 22 აპრილამდე პერიოდში (გრაფა №38).

2. დანართ №9-ის:

ა) 205-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

205

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა

 სომხური/ ქართული

 დაწ-საბ.-საშ.

სომხური/ქართული

                                                                                                                                                                        “;

ბ) 290-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291-ე და 292-ე გრაფები:

291

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა

დაწ-საბ.

აზერბაიჯანული

292

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ საგარეჯოს  საგანმანათლებლო რესურსცენტრი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლა

დაწ-საბ-საშ.

აზერბაიჯანული

                                                                                                                                                                        “;

მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თიანეთის №1 სკოლა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, არ ახორციელებდა პანსიონურ მომსახურებას და შესაბამისად არ უნდა ყოფილიყო მითითებული დანართ 3-ში, რომელშიც მოცემული იყო ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მოსწავლეებს სთავაზობდნენ პანსიონურ მომსახურებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თიანეთის №1 სკოლა მითითებული უნდა ყოფილიყო „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების დანართ №2-ით გათვალისწინებულ, თიანეთის რაიონის დაქვემდებარებული სკოლების ცხრილში.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 18 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2005 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა