დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/06/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016291 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30/12/2015 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 136,288.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 35,000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 70,738.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 30,550.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 86,009.6 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 51,241.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 54,961.6 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 3,720.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 8. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 140,971.2 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 9. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -963.0 ათასი ლარის ოდენობით: მუხლი 10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -13,974.0 ლარის ოდენობით: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 14,067.4 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -13,011.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 13,011.0 ათასი ლარის ოდენობით : (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი II ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
გ)
დადგენილების III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 154,075.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; |
დ)
დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სარეზერვო ფონდი განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 750.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. სარეზერვო ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც გათვალისწინებული არ არის დამტკიცებულ საბიუჯეტო ასიგნებებში. |
ე)
დადგენილების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსება განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან დონორების დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 8,721.7 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიიმართოს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის.“; |
ვ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები